დაბრუნების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 28 აგვისტო, 2026

აქ ორი სხვადასხვა რამაა აღწერილი: ბუტკას გამოწერა (რასაც გამყიდველი უხდის ბუტკას) და მაღაზიის შეკვეთები (რასაც მყიდველი უხდის გამყიდველს).

1. ბუტკას გამოწერა (გამყიდველებისთვის)

  • გაუქმება ნებისმიერ დროს: ავტომატური განახლება ითიშება პანელიდან ერთი ღილაკით; გადახდილი პერიოდი ბოლომდე მოქმედებს და მერე მაღაზია უბრალოდ უფასო გეგმაზე გადადის — მონაცემები არ იკარგება.
  • თვიური გეგმა: დაწყებული თვე არ ბრუნდება — გაუქმება მომდევნო ჩამოჭრებს აჩერებს.
  • წლიური გეგმა: ყიდვიდან ან ავტომატური განახლებიდან 14 დღეში შეგიძლია მოითხოვო სრული დაბრუნება — უკითხავად. 14 დღის შემდეგ დაწყებული წელი აღარ ბრუნდება (წვდომა ბოლომდე რჩება).
  • შეცდომით ჩამოჭრა: ორმაგი გადახდა, გაუქმების შემდეგ ჩამოჭრილი განახლება ან გადახდა, რომელზეც გეგმა არ გააქტიურდა — ყოველთვის სრულად ბრუნდება.

დაბრუნების მოთხოვნა: მოგვწერე hello@butka.ge-ზე მაღაზიის მისამართით. თანხა უბრუნდება იმავე ბარათს, რომლითაც გადაიხადე — ბანკის მხარეს ჩარიცხვას ჩვეულებრივ 3–10 სამუშაო დღე სჭირდება.

2. მაღაზიის შეკვეთები (მყიდველებისთვის)

ბუტკაზე გახსნილი მაღაზიიდან ყიდვისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება მყიდველსა და გამყიდველს შორის — დაბრუნების პირობებს კონკრეტული მაღაზია განსაზღვრავს და თანხასაც ის აბრუნებს. ბუტკა მყიდველის ფულს არ აკავებს, ამიტომ ვერც დააბრუნებს — მაგრამ დავის შემთხვევაში მოგვწერე და დაკავშირებაში დაგეხმარებით.

  • ბარათით გადახდილი შეკვეთა: გამყიდველი დაბრუნებას იწყებს პანელიდან და თანხა საქართველოს ბანკის მეშვეობით უბრუნდება მყიდველის ბარათს;
  • გადარიცხვა / ნაღდი: დაბრუნება ხდება პირდაპირ მყიდველსა და გამყიდველს შორის.

კანონისმიერი უფლებები: დისტანციური ყიდვისას მომხმარებელს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით შეიძლება ჰქონდეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის 14-დღიანი უფლება (გამონაკლისებით — მაგ. მალფუჭებადი ან ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ნივთები). ეს უფლებები ამ პოლიტიკით არ იზღუდება.

3. კონტაქტი

შპს „ტექ ფენიქსი“ (Tech Phoenix LTD) · ს/კ 400334250 · თბილისი, საქართველო · hello@butka.ge