ქუქიების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 28 აგვისტო, 2026

1. მოკლედ: ბანერი რატომ არ გხვდება

butka.ge და მაღაზიების გვერდები (*.butka.ge) სტუმრებს არც ერთ ქუქის არ უყენებს და მესამე მხარის ტრეკერები (Google Analytics, Meta Pixel და მსგავსები) საიტზე არ არის. სწორედ ამიტომ ქუქი-ბანერი არ გვჭირდება — დასათანხმებელი არაფერია. მაღაზიის სტატისტიკა გროვდება ანონიმური, პირველადი მხარის მოვლენებით, ქუქიების გარეშე (დეტალები კონფიდენციალურობის პოლიტიკაშია).

2. რა ინახება შენს ბრაუზერში

ჩანაწერისადრას აკეთებსტიპი
butka-cart:<მაღაზია>მაღაზიის გვერდები (*.butka.ge)localStorage — შენი კალათა, მხოლოდ შენს ბრაუზერში; სერვერზე არ იგზავნება, სანამ შეკვეთას არ გააფორმებფუნქციური
better-auth სესიაapp.butka.ge (გამყიდველის პანელი)ქუქი — გამყიდველის ავტორიზაცია პანელში; მხოლოდ შესვლის შემდეგ ჩნდებააუცილებელი

app.butka.ge ცალკე ორიგინია და მისი სესიის ქუქი მხოლოდ პანელში შესულ გამყიდველებს ეხება — ის ავტორიზაციისთვისაა აუცილებელი და თანხმობას არ საჭიროებს. ბარათით გადახდისას საქართველოს ბანკის გვერდი საკუთარ (ბანკის) ქუქიებს იყენებს საკუთარი პოლიტიკით.

3. თუ რამე შეიცვლება

თუ ოდესმე დავამატებთ ინსტრუმენტს, რომელსაც თანხმობა სჭირდება, ჯერ ეს გვერდი განახლდება და ბანერიც გამოჩნდება — მანამდე კი გვჯერა, რომ საუკეთესო ქუქი-ბანერი არარსებული ქუქი-ბანერია.

4. კონტაქტი

შპს „ტექ ფენიქსი“ (Tech Phoenix LTD) · ს/კ 400334250 · თბილისი, საქართველო · hello@butka.ge