ხშირად დასმული კითხვები

ვერ იპოვე პასუხი? მოგვწერე — hello@butka.ge

რეგისტრირებული ბიზნესი მჭირდება?

ბანკთან ხელშეკრულებისთვის ინდ. მეწარმეც სრულიად საკმარისია. ხელით გადახდის მეთოდები — გადარიცხვა და ნაღდი — პირად ანგარიშზეც მუშაობს.

ფული ვის ხელში რჩება?

შენსაში. ბარათით გადახდა სრულდება საქართველოს ბანკის მეშვეობით და თანხა პირდაპირ შენს ანგარიშზე ჯდება; გადარიცხვა და ნაღდიც პირდაპირ შენთან მიდის. ბუტკაზე მყიდველის ფული არ გადის.

მყიდველს რეგისტრაცია სჭირდება?

არა. კალათა, სახელი, ტელეფონი და ელფოსტა (მასზე იგზავნება შეკვეთის დასტური და სტატუსის ბმული), სურვილისამებრ მისამართი — და მზადაა. მყიდველი იღებს პირად ბმულს, სადაც შეკვეთის სტატუსს ხედავს.

რა ღირს?

უფასო გეგმა — 0 ₾ (10 პროდუქტამდე, ბარათის გარეშე). საბაზისო — 9 ₾/თვე ან 89 ₾/წელი. პრემიუმი — 19 ₾/თვე ან 189 ₾/წელი (ონლაინ გადახდებით და ბუტკას ნიშნის გარეშე). წლიურ გეგმაზე ~2 თვე საჩუქრად გამოდის.

გამოწერის გაუქმება და თანხის დაბრუნება?

ავტომატური განახლება ერთ ღილაკზე ითიშება და გადახდილი პერიოდი ბოლომდე მოქმედებს. წლიური გეგმა ყიდვიდან 14 დღეში სრულად ბრუნდება — დეტალები დაბრუნების პოლიტიკაშია.

მიტანას თქვენ აწყობთ?

მიტანას ისე აწყობ, როგორც დღეს — შენი კურიერით ან საკურიერო სერვისით. ბუტკა ინახავს მისამართს, ზონებს და მიტანის ღირებულებას.