კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 28 აგვისტო, 2026

1. ვინ ვამუშავებთ შენს მონაცემებს

butka.ge-ს (მათ შორის *.butka.ge მაღაზიების და app.butka.ge პანელის) ოპერატორი და მონაცემთა დამმუშავებელია:

შპს „ტექ ფენიქსი“ (Tech Phoenix LTD) · ს/კ 400334250 · თბილისი, საქართველო · hello@butka.ge

2. რა მონაცემებს ვაგროვებთ

გამყიდველები (ანგარიშით): სახელი, ელფოსტა, პაროლი (ინახება მხოლოდ დაშიფრული ჰეშის სახით), მაღაზიის მონაცემები, ატვირთული ფოტოები და — თუ ჩართავ — ორფაქტორიანი დაცვის პარამეტრები. ონლაინ გადახდების ჩასართავად ემატება შენი Bank of Georgia-ს ბიზნეს-ინტეგრაციის მონაცემები (საიდუმლო გასაღები ინახება დაშიფრული).

მყიდველები (ანგარიშის გარეშე): შეკვეთისას მყიდველი წერს სახელს, ტელეფონს და ელფოსტას (ელფოსტა სავალდებულოა — მასზე იგზავნება შეკვეთის დასტური და სტატუსის ბმული); მისამართი და კომენტარი — არასავალდებულო. მყიდველის ანგარიში არ იქმნება.

საბანკო ბარათი: ბარათის ნომერი ბუტკას არასდროს ეხება — ბარათით გადახდა სრულდება საქართველოს ბანკის დაცულ გვერდზე და ბუტკა იღებს მხოლოდ გადახდის შედეგს (წარმატებული/უარყოფილი) და ქვითრის იდენტიფიკატორს.

3. გადარიცხვის ქვითრები (სქრინშოტები)

ბანკის გადარიცხვით გადახდისას მყიდველს შეუძლია ატვირთოს გადარიცხვის დამადასტურებელი სქრინშოტი. ეს ფაილი შეიძლება შეიცავდეს ფინანსურ დეტალებს, ამიტომ ის ინახება დახურულ საცავში — საჯარო ბმული არ არსებობს, წვდომა აქვს მხოლოდ ამ მაღაზიის გუნდს (ავტორიზაციით) და თავად მყიდველს (შეკვეთის პირადი ბმულით). ქვითარი იშლება შეკვეთის მონაცემებთან ერთად.

4. ფოტოები და ფაილები

ატვირთული ფოტოები მუშავდება უსაფრთხოების პაიპლაინით: მოწმდება ფორმატი, შორდება EXIF/GPS მეტამონაცემები (მაგ. გადაღების ლოკაცია) და ინახება დახურულ საცავში, საიდანაც კატალოგის სურათები ვებგვერდის გავლით მიეწოდება მნახველებს.

5. სტატისტიკა მაღაზიისთვის

მაღაზიის გვერდებზე ვაგროვებთ ანონიმურ, პირველადი მხარის მოვლენებს (გვერდის ნახვა, პროდუქტის ნახვა, შეკვეთის დაწყება/გაფორმება), რომ გამყიდველმა საკუთარი მაღაზიის სტატისტიკა ნახოს. მესამე მხარის სარეკლამო ტრეკერი საიტზე არ არის; ეს ჩანაწერები მაქსიმუმ 90 დღეში ავტომატურად იშლება.

6. ვის გადაეცემა მონაცემები

მონაცემებს არ ვყიდით და სარეკლამო მიზნით არავის გადავცემთ. სერვისის მუშაობისთვის ვიყენებთ შემდეგ ქვე-დამმუშავებლებს:

  • Amazon Web Services (S3, ფრანკფურტი/გერმანია) — ფოტოების, ქვითრების და სარეზერვო ასლების საცავი;
  • Resend (აშშ) — ელფოსტის გაგზავნა (კოდები, შეკვეთის დასტურები);
  • Vercel — ვებგვერდების ჰოსტინგი;
  • საქართველოს ბანკი — ბარათით გადახდების დამუშავება;
  • Hostkey — სერვერული ინფრასტრუქტურა (მონაცემთა ბაზა).

7. რამდენ ხანს ინახება

ანგარიშის და მაღაზიის მონაცემები ინახება, სანამ ანგარიში აქტიურია. შეკვეთების ისტორია ინახება მაღაზიის ანგარიშთან ერთად (გამყიდველს ის საბუღალტრო/საგადასახადო მიზნებისთვისაც სჭირდება). სტატისტიკის მოვლენები — მაქსიმუმ 90 დღე. ქვითრის სქრინშოტები — შეკვეთის მონაცემებთან ერთად. ანგარიშის ან კონკრეტული მონაცემების წაშლის მოთხოვნა შეგიძლია ნებისმიერ დროს.

8. შენი უფლებები

გაქვს უფლება მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, გასწორება, წაშლა ან გადატანა — მოგვწერე hello@butka.ge-ზე და ვუპასუხებთ. თუ მიგაჩნია, რომ შენი მონაცემები არასწორად მუშავდება, შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს — personaldata.ge.

9. კონტაქტი

შპს „ტექ ფენიქსი“ (Tech Phoenix LTD) · ს/კ 400334250 · თბილისი, საქართველო · hello@butka.ge