შესაძლებლობები

რას გაძლევს ბუტკა

ყველაფერი, რაც Instagram-ით, TikTok-ით თუ Facebook-ით ვაჭრობას მაღაზიად აქცევს — ზედმეტი სირთულის გარეშე.

მაღაზია ერთ ბმულზე

shopname.butka.ge — შენი ვიტრინა, რომელიც ისეთივე ლამაზია ტელეფონზე, როგორც შენი გრიდი. ჩასვი bio-ში და ყიდვა ერთ წკაპზეა.

შეკვეთების პანელი

აღარ დაგეკარგება არც ერთი DM — ყველა შეკვეთა ერთ სიაშია: ვინ, რა, სად და რამდენი. სტატუსები: ახალი → დადასტურებული → გაგზავნილი → დასრულებული.

ვარიანტები და მარაგი

ზომა, ფერი, +5 ₾ XL-ზე — ვარიანტები კომბინაციების მიხედვით. მარაგი თავად ითვლება: რაც გაიყიდა, ავტომატურად ქრება ვიტრინიდან.

მიწოდება შენს პირობებზე

თბილისი, რეგიონები, ადგილზე გატანა — შენ განსაზღვრავ ზონებს და ფასებს. მყიდველი ირჩევს, ბუტკა ითვლის.

გადახდა პირდაპირ შენთან

ბარათით გადახდა საქართველოს ბანკის მეშვეობით, გადარიცხვა ქვითრის ატვირთვით და ნაღდი ანგარიშსწორება კურიერთან — თანხა ყოველთვის პირდაპირ შენს ანგარიშზე ირიცხება. ბუტკა ფულს არასდროს ეხება.

QR და გაზიარება

QR კოდი დახლზე, ბმული სთორიში — შენი ბუტკა ყველგან თან დაგყვება, სადაც შენი მყიდველია.

სცადე ყველაფერი — უფასოდ

10 პროდუქტამდე უფასოა, ბარათის გარეშე — მაღაზია 2 წუთში ცოცხალია.

გახსენი შენი ბუტკა