რატომ ავაშენეთ ბუტკა
საქართველოში ათასობით ადამიანი Instagram-ითა და TikTok-ით ყიდის — ტანსაცმელს, ნამცხვრებს, სამკაულებს, ყვავილებს. და თითქმის ყველა ერთსა და იმავე ქაოსში ცხოვრობს: ფასი DM-ში, მისამართი DM-ში, „ხელმისაწვდომია?“ დღეში ორმოცჯერ, დაკარგული შეკვეთები და ღამის თორმეტზე გადარიცხვის სქრინების ძებნა.
ბუტკა ამას ერთ ბმულში ალაგებს: შენი პროდუქტები, ფასები, მიწოდება და გადახდა — ერთ პატარა მაღაზიაში, რომელიც bio-დან იხსნება. მყიდველი აღარ გწერს „როგორ შევუკვეთო?“ — უბრალოდ უკვეთავს.
სახელიც აქედანაა: ბუტკა — პატარა ჯიხური, რომელიც ყველა უბანშია და ყველას თავისი აქვს. შენი ბუტკა ახლა ინტერნეტშიც დგას.
თუ რამის ახსნა ვიდეო-ინსტრუქციას მოითხოვს, ჩვენ ის ცუდად გვაქვს გაკეთებული. ბუტკა 2 წუთში იხსნება — ტელეფონიდანვე.
მყიდველი პირდაპირ შენ გიხდის — ბუტკა შუაში არ დგას. ჩვენ ინსტრუმენტს ვაკეთებთ, ვაჭრობა შენია.
ქართული ინტერფეისი, ლარი, ლოკალური მიწოდება და გადახდის ჩვევები — ბუტკა აქაურია და აქაურობისთვის კეთდება.