ბუტკა შენს Instagram-, TikTok- თუ Facebook-გვერდს ნამდვილ ონლაინ მაღაზიად აქცევს — საკუთარი მისამართით: shopname.butka.ge. პროდუქტები, ფასები, მიწოდება და გადახდა — ერთ ბმულში.
ელფოსტა, პაროლი, 6-ციფრიანი დამადასტურებელი კოდი — და მზადაა. არც ბარათი, არც პროგრამისტი.
ფოტო, ფასი ლარში, ზომები და ფერები, მარაგი — ტელეფონიდანვე, რამდენიმე წუთში.
ჩასვი bio-ში, სთორიში ან დაბეჭდე QR — ყოველი შეკვეთა მართვის პანელში მოვა მზად: ნივთები, მისამართი, ტელეფონი.
ყოველი შეკვეთა მოდის მზად: ნივთები, მისამართი, ტელეფონი, კომენტარი — ყველაფერი ერთად და არა 15 შეტყობინებაში გაფანტული.
მართვის პანელიდან ყველაფერს ერთი ადგილიდან აკონტროლებ: ცვლი სტატუსს — ახალი → დადასტურდა → გაიგზავნა → ჩაბარდა — და ხედავ გადახდის მდგომარეობასაც. მყიდველი კი თავის ბმულზე თვითონ ადევნებს თვალს საკუთარ შეკვეთას.
ბარათით გადახდა საქართველოს ბანკის მეშვეობით — თანხა პირდაპირ შენს ანგარიშზე ჯდება, ბუტკა ფულს არასდროს ეხება. თიბისი მალე დაემატება.
გადარიცხვა ქვითრის ატვირთვით და ნაღდი ანგარიშსწორება ყველა გეგმაზეა. ბარათით გადახდა კი ავტომატურად დასტურდება — სქრინშოტს ვეღარავინ მოგთხოვს.
მყიდველი ხსნის შენს ბმულს და ყველაფერს ხედავს: ფოტოები, ფასები ლარში, ზომები და ფერები, რა არის მარაგში. კალათა, მიწოდების არჩევა, შეკვეთა — ერთ ნაკადში. აპლიკაციის დაყენება და რეგისტრაცია არ სჭირდება.
ერთი QR და ერთი ბმული — ორივე ერთსა და იმავე მაღაზიაზე მიდის: დახლზე, შეფუთვაზე, ბიოში თუ სთორიში. ადგილზე მისული მყიდველი სკანირებს და იქვე იხდის; ონლაინ მყიდველი ბიოდან ერთი შეხებით შემოდის.
აღარც რეკვიზიტების გადაწერა, აღარც „გადმორიცხე და მომწერე“ — შეკვეთა მოდის გადახდილი, მისამართითა და კომენტარით.
5–7 ნაბიჯის ნაცვლად — ერთი შეხება · სრული ისტორია შეკვეთის ბარათში ინახება
ყველა ტარიფი მოიცავს მაღაზიას, შეკვეთებსა და QR-ს. წლიურ გეგმაზე 2 თვე საჩუქრად.
დაწყება უფასოა — 10 პროდუქტამდე, ბარათის გარეშე. თუ მეტი დაგჭირდება: საბაზისო — 9 ₾/თვე, პრემიუმი — 19 ₾/თვე; წლიურ გეგმაზე 2 თვე საჩუქრად.
არა. მყიდველი ხსნის ბმულს, ირჩევს პროდუქტს, წერს სახელს, ტელეფონს და ელფოსტას (მისამართი — თუ მიწოდება უნდა) — და მზადაა. არავითარი ანგარიშები.
თანხა ყოველთვის პირდაპირ შენს ანგარიშზე ირიცხება: ბარათით გადახდა საქართველოს ბანკის მეშვეობით, ბანკის გადარიცხვა ქვითრის ატვირთვით ან ნაღდი ანგარიშსწორება კურიერთან. ბუტკა ფულს არასდროს ეხება.
ჯერ ხელით ემატება (5 წუთში ჩაეტევი), მაგრამ ინსტაგრამის იმპორტი გზაშია — გრიდიდან პირდაპირ კატალოგში. პილოტის გამყიდველებს კატალოგის შევსებაში თავადაც ვეხმარებით.
shopname.butka.ge — შენ ირჩევ სახელს. ბმული მუდმივია და მარტივად ჯდება bio-ში, სთორიში ან QR კოდში.
კი — თანამშრომელს მართვის პანელიდან ელფოსტით დაამატებ. ის მართავს შეკვეთებსა და კატალოგს; პარამეტრები და გადახდები კი მფლობელთან რჩება.